Accentnews.ge
თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

04/08/2021 06:37:10 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4233 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1934 პირი გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 45 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 18 760.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,36%, ბოლო 14 დღის – 7,65%, ბოლო შვიდი დღის – 8,35%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა,
  • აჭარა - 591,
  • იმერეთი - 518,
  • ქვემო ქართლი - 200,
  • შიდა ქართლი - 185,
  • გურია - 107,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222,
  • კახეთი - 270,
  • მცხეთა-მთიანეთი -92,
  • სამცხე-ჯავახეთი - 97,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 056, აჭარაში - 725, იმერეთში - 905. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 240 პირი, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 121, იმერეთში -281. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 18, იმერეთში - 15. 2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 - თბილისში, 820- აჭარაში. 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 994 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 931 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 334, პირი, აჭარაში - 4 453, იმერეთში - 2 795.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 432 903 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 390 827 პირი გამოჯანმრთელდა, 5 948 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 542 639 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 852.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S