შეიარაღებული ინციდენტი პენდაგონთან – მოკლულია პოლიციელი
04/08/2021 06:27:18 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენტაგონის შენობასთან სროლა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერს თავს ერთი პირი დაესხა, სამართალდამცველი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მედია წერს, რომ პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა თავდამსხმელიც.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი მოქალაქე.
მომხდარის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.


