ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი სკანდალში გაეხვა – ბაიდენმა მას გადადგომისკენ მოუწოდა
04/08/2021 06:15:30 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა.
აღნიშნულს წინ უსწრებდა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორის ლეტიშა ჯეიმსის მიერ ერთთვიანი გამოძიების შედეგების გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც, ენდრიუ კუომოსგან სექსუალურ შევიწროებას 11 ქალი განიცდიდა.
ბაიდენი გამოძიებამდე აცხადებდა, რომ ბრალდების დადასტურდების შემთხვევაში კუომოს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი აღნიშნა, რომ დღესაც იგივე პოზიციაზეა.
ცნობისთვის: ნიუ-იორკის შტატის დემოკრატი გუბერნატორი, 63 წლის ენდრიუ კუომო შტატის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში მარტში დაადანაშაულა, რასაც თავად კუომო უარყოფდა და მხარს უჭერდა გამოძიების დაწყებას.
ორასამდე ადამიანის გამოკითხვის და ათასობით ფოტოს, ტექსტური შეტყობინების და დოკუმენტის შესწავლის საფუძველზე, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ენდრიუ კუომო ქალებს მათი ნებართვის გარეშე ეხებოდა, კოცნიდა და საკუთარ თავს აძლევდა სექსუალური შინაარსის უხამსი კომენტარების უფლებას. ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიშა ჯეიმსის განცხადებით, მსგავსი ქცევით გუბერნატორმა დაარღვია როგორც შტატის, ისე ფედერალური კანონები. თავად ენდრიუ კუომომ ბრალდება კვლავ უარყო.


