Accentnews.ge
რუსეთში გასამართლებულ აშშ–ის მოქალაქესთან  კავშირზე ვერ გადიან

რუსეთში გასამართლებულ აშშ–ის მოქალაქესთან  კავშირზე ვერ გადიან

03/08/2021 18:25:13 მსოფლიო

აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 1 თვის განმავლობაში არ გასულა კავშირზე ოჯახთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ უილანის ადვოკატმა ოლგა კარლოვამ „ინტერფაქსს“ განუცხადა.

3 აგვისტოს ადვოკატმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს საჩივარი გაუგზავნა კოლონიის თანამშრომელთა გულგრილობის თაობაზე. ოლგა კარლოვა ივლისის ბოლოს შეეცადა დაკავშირებოდა მორდოვიაში მდებარე იმ კოლონიის ადმინისტრაციას, რომელშიც იხდის სასჯელს აშშ-ის მოქალაქე, რათა გაეგო უილანის მდგომარეობის შესახებ და მასთან სატელეფონო საუბრის უფლება ეთხოვა. მაგრამ ადვოკატის მიმართვა უპასუხოდ დარჩა.

რამდენიმე დღის წინ უილანის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვლადიმირ ჟერებენკოვმა განაცხადა, რომ ესაუბრა კოლონიის წარმომადგენლებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საჯარიმო იზოლატორში იმყოფება. მანამდე გასამართლებულის ძმამ განაცხადა, რომ, აშშ-ის საელჩოს მონაცემებით, პოლ უილანი ივლისის დასაწყისში 15 დღით მოათავსეს იზოლირებულ საკანში, შემდეგ კი კიდევ 15 დღით გაუგრძელეს ვადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S