თბილისში ავტომანქანა სავარაუდოდ, რუსეთის ძალოვანი უწყების სანომრე ნიშნებით გადაადგილდება
03/08/2021 13:37:45 საზოგადოება
თბილისში ავტომანქანა სავარაუდოდ, რუსეთის ძალოვანი უწყების სანომრე ნიშნებით გადაადგილდება.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები ყვებიან, ავტომანქანის ამსახველი ფოტო, რომელიც ყაზბეგის გამზირზეა გადაღებული, მათ მეგობარმა მიაწოდა, თავად კი ინფორმაცია შსს–ს გაუზიარეს. კერძოდ, აქტივისტებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს და ფოტოები გადასცეს.
მოგვიანებით პოლიციამ შესაბამისი ოქმი შეადგია და განაცხადეს, მანქანა უკვე დაკავებაზეა გადაცემული.


