Accentnews.ge
ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა - რომელ პროდუქტზე იმატა/იკლო ფასმა

ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა - რომელ პროდუქტზე იმატა/იკლო ფასმა

03/08/2021 13:09:43 ეკონომიკა

საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 11.9%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მაისში იყო.

წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 14.1%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 11.4%-ით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში მომატებული ინფლაცია 2021 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, ორგანიზაცია დეკემბრისთვის 9.4%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 2.8%-მდე უნდა შემცირდეს.

გაზრდილი ინფლაციის ფონზე, სავალუტო ფონდი არ გამორიცხავს, რომ სებს-ს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდაც მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 9.5%-ს შეადგენს.

გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ჭარხალი - ფასი გაიზარდა 110,6%-ით;2. ბადრიჯანი - 99,1%-ით;3. კომბოსტო- 98,8%-ით;4. კიტრი - 83,2%-ით;5. სტაფილო - 78,6%-ით;6. წიწაკა - 70,1%-ით;7. ბენზინი - 56,9%-ით;8. კარტოფილი - 54,3%-ით;9. ლურსმანი - 50,1%-ით;10. მსხალი - 49,4%-ით.

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. მანდარინი - ფასი შემცირდა 29,2%-ით2. ლიმონი - (-26,5)%-ით;3. საზამთრო - (-25,7)%-ით;4. პომიდორი - (-22,0)%-ით;5. ქალის ქვედაკაბა - (-16,7)%-ით;6. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (-12,9)%-ით;7. მწვანილი - (-12,7)%-ით;8. ფორთოხალი - (-11,6)%-ით;9. სპორტული ფეხსაცმელი - (-9,7)%-ით;10. ყურძენი - (-9,3)%-ით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S