Accentnews.ge
ევაკუირებული ტურისტები და ცეცხლის 800–ზე მეტი კერა – იტალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს (ვიდეო)

ევაკუირებული ტურისტები და ცეცხლის 800–ზე მეტი კერა – იტალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს (ვიდეო)

03/08/2021 13:01:50 მსოფლიო

იტალიის სამხრეთ რეგიონებში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ქვეყნის სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლის 800–ზე მეტი კერა ფიქსირდება, მათ შორის 250 – სიცილიაში, 130 – პულიასა და კალაბრიაში, 90 –ლაციოში და 70 კამპანიაში.

სტიქიის ზონებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ფერმები. თავდაპირველად ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რომელიც შემდეგ ზღვისპირა ქალაქებისკენ გავრცელდა.

ქალაქ პესკარადან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულია 5 პირი, მათ შორის 5 წლის ბავშვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

”ყველაზე დიდი პრობლემა ცხელი ქარია, რომელიც ცეცხლის ქრობის პროცესს ართულებს", – განაცხადა პესკარას მერმა კარლო მასციმ.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნულს ჰაერის უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S