Accentnews.ge
ბათუმიდან ვილნიუსისა და ტალინის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები შესრულდება

ბათუმიდან ვილნიუსისა და ტალინის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები შესრულდება

03/08/2021 12:13:36 ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანიები Getjet და Smartlynx უბრუნდებიან.

მათი ინფორმაციით, ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი - ბათუმი - ვილნიუსისა და ტალინი - ბათუმი - ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

Getjet-ის რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 30 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ორშაბათი) განხორციელდება, რაც შეეხება ესტონურ Smartlynx-ს - ტალინსა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულებას 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S