Accentnews.ge
ლიეტუვა: „არალეგალ მიგრანტებს საზღვრამდე ბელარუსი მესაზღვრეების ავტობუსი მიაცილებდა“

ლიეტუვა: „არალეგალ მიგრანტებს საზღვრამდე ბელარუსი მესაზღვრეების ავტობუსი მიაცილებდა“

03/08/2021 10:34:26 მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საზღვრის სააგენტო Frontex-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ლიეტუველ მესაზღვრეებს დახმარებას უწევენ, საზღვარზე ერთობლივი პატრულირების დროს შეამჩნიეს არალეგალ მიგრანტთა ჯგუფი, რომელსაც მესაზღვრეთა ავტობუსი მიაცილებდა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადებას თან ახლავს საზღვრის კონტროლისა და თვალთვალის სისტემით მიღებული გამოსახულებაც.

ვილნიუსი ადრეც აცხადებდა, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

ივლისის ბოლო ევროკავშირმა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს ალიაქსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდა, შეეშვას მეზობელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად არალეგალი მიგრანტების გამოყენებას.

მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს სულ მცირე 3300 მიგრანტი. მათი უმრავლესობა ერაყელია, თუმცა ბელარუსის სახმელეთო საზღვრის გავლით ლიეტუვაში არალეგალურად ჩასულთა შორის საკმაოდ მრავლად არიან ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეები.

მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ლიეტუვამ 8 ივლისიდან ბელარუსის საზღვარზე 550 კილომეტრი სიგრძის მავრთულხლართების გავლება დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S