იაპონიაში კოვიდ–რეგულაციების დამრღვევების ვინაობას ასაჯაროებენ
03/08/2021 10:28:59 მსოფლიო
იაპონიაში დაიწყეს იმ ადამიანების სახელების გამოქვეყნება, რომლებიც უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის წესებს არ იცავენ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში 2 აგვისტოს განაცხადეს, რომ იაპონიის სამი დასახელებული მოქალაქე შეეცადა, გვერდი აევლო ხელისუფლების სავალდებულო მოთხოვნისთვის.
როგორც განიმარტა, ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებამ უბიძგა.
დედაქალაქში კორონავირუსით დაავადების მკვეთრი ზრდის გამო, იაპონიამ 30 ივლისს ტოკიოს მახლობლად მდებარე სამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ტოკიოში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3300 ადამიანი დაავადდა. მათ შორის არის 17 ადამიანი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.


