რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
03/08/2021 10:22:27 საზოგადოება
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 25 წლის ქართველმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ირანელ მუჰამედრეზა გერაეისთან წაგებით დაკარგა. ამ შეხვედრამდე ზოიძემ ორი ეტაპი გაიარა. პირველ წრეში ანგარიშით 3:1 აჯობა უმთავრეს ფავორიტს, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კუბელ ისმაელ ბორერო მოლინას. მეოთხედფინალში კი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის სძლია - 10:0.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრას რამაზ ზოიძე 4 აგვისტოს, თბილისის დროით 13:45 საათისთვის გამართავს. მისი მეტოქის ვინაობაც ხვალ გაირკვევა, დილის პროგრამაში, კოლუმბიელი ჯულიან სტივენ ჰორტა აჩევედოსა და გერმანელი ფრანკ შტებლერის დაპირისპირებაში.


