Accentnews.ge
ბელარუსი აქტივისტი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

ბელარუსი აქტივისტი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

03/08/2021 09:44:28 მსოფლიო

უკრაინაში ბელარუსული სახლის ხელმძღვანელი და აქტივისტი, ვიტალი შიშოვი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც 26 წლის შიშოვის კოლეგები ყვებიან, ის 2 აგვისტოს სავარაუდოდ, ყოველდღიურ გარბენზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

პოლიციამ შიშოვი პარკში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვა.

გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობად შენიღბულ მკვლელობას განიხილავს.

ბელარუსული სახლი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ ან პოლიტიკური დევნის გამო დაზარალდნენ. ორგანიზაცია მათ ახალი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება და იურიდიულ კონსულტაციებსაც უწევს. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები დევნის გამო სწორედ უკრაინაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში გადადიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S