Accentnews.ge
გამყრელიძე: „წელს გარდაცვლილთა 99,7% იყო აუცრელი“

გამყრელიძე: „წელს გარდაცვლილთა 99,7% იყო აუცრელი“

03/08/2021 08:56:04 საზოგადოება

NCDC–ს დირექტორ ამირან გამყრელიძის ცნობით, წელს გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო.

„გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99,7%, სამწუხაროდ, აუცრელია. მეორეს მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი არის 0,3% ორჯერ აცრილებში და 0,9% - ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში, დაახლოებით, 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15-ჯერ უფრო იცავს. 1 000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება, დაიღუპოს 1. მაშინ, როცა 1 000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15“,–გნაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ მასობრივი აცრითაა სესაძლებელი ეპიდემიასთან გამკლავება:

„თუ ჩვენ გავაკეთებ მილიონ აცრას თვეში, [ეპიდემიას] სერიოზულად შევაკავებთ და შევალთ შედარებით კარგი მდგომარეობით შემოდგომის პერიოდში. მაგრამ თუ გავაკეთებთ 800 ათასს, ესეც ძალიან კარგი იქნება. ასევე, მისაღები და ჩემი პირადი სამიზნეა, რომ აგვისტოში გავაკეთოთ 600 ათასი აცრა, რაც ყველანაირად მიღწევადია, ამისათვის საჭიროა 20-22 ათასამდე ავწიოთ დღიური მაჩვენებელი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S