Accentnews.ge
იმნაძე მკაცრი შეზღუდვების აღდგენას ითხოვს

იმნაძე მკაცრი შეზღუდვების აღდგენას ითხოვს

03/08/2021 08:26:22 საზოგადოება

NCDC–ს დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მკაცრი შეზღუდვების მომხრეა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებული რეგულაციების აღსრულება პრობლემურია, ქვეყანაში კი მძიმე ეპიდვითარებაა.

ამასთან, იმნაძე ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესებისთვის ფართო კონსენსუსია საჭირო როგორც საკოორდინაციო საბჭოში, ისე საზოგადოებაში:

"კონსენსუსი იმაზე, რომ დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები, საჭიროა არა მხოლოდ საბჭოზე, არამედ, საზოგადოებაში. ერთია, ხალხი, მეორე – პოლიტიკური აქტორები.კონსენსუსი უნდა იყოს, ყველა უნდა მოითხოვდეს შეზღუდვას – ხალხის სახელით ვინც ლაპარაკობს, მათ უნდა მოითხოვონ. კონსენსუსი უნდა იყოს საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში".

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართული აქვს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით, თუმცა მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბჭო კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას და მას სჭირდება კონსენსუსი ქვეყანაშიც.

მისი თქმით, NCDC–ს რეკომენდაციაა გადაადგილებაზე შეზღუდვა, რესტორნებში მხოლოდ აცრილების და მაგალითად, წინასწარ გატესტილების დაშვება:

„რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ეს ლხინის სუფრა ხოლმე, ამიტომ, გვქონდა რეკომენდაცია, 50–კაცამდე გაიზარდოს თუ ყველა აცრილი იქნება, ან წინასწარ გატესტილი“.

კითხვაზე, რა პასუხ მიიღეთ? იმნაძე პასუხობს: „ამაზე მოწოდებები იქნება".

"ერთი კვირა კიდევ დავაკვირდებით, რა ვითარება იქნება“,- დასძინა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S