„მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ჯავშნის არსებობის მიუხედავად, 3 000–მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა“
03/08/2021 08:02:27 საზოგადოება
NCDC–ს დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი დღის მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ 3 000–მდე ადამიანი, მიუხედავად ჯავშნის არსებობისა, აცრაზე არ გამოცხადდა.
„ბოლო ორი დღის მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ გუშინ დაახლოებით, 19 000 ჯავშანი გვქონდა, დაახლოებით 3 000 ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ან არ ჩაიტარა აცრა მაშინ, როდესაც იყო ჯავშანი. ამიტომ, ჩვენ IT - სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო გაუქმების მიზეზები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, შესაძლოა, ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის და შემდეგ მას აუქმებს. არის მეორც: რადგან ინფიცირების მაჩვენებლები მაღალი გვაქვს, შესაძლოა, ადამიანები ინფიცირდებიან და აღარ მიდიან აცრებზე ან მესამე – დაჯავშნილი ჰქონდათ „სინოფარმზე“ და გადაჯავშნეს „ფაიზერზე“,– განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის მოადგილის პაატა იმნაძის ცნობით, ჯავშნები გაუქმებულია როგორც „სინოფარმზე“, ისე „ფაიზერზე“.


