გაბუნია: "დავუბრუნდეთ პირბადის გამოყენებას"
03/08/2021 07:55:52 საზოგადოება
ჩვენთვის მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის სანქციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა და განმარტა, რომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება ჯერჯერობით, არ განიხილება.
მისი თქმით, რეკომენდირებულია პირბადის როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ტარებას.
„ჯერჯერობით, იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ არის დაგეგმილი. მთავარია აღსრულდეს ის, რაც მოქმედია.
თითოეული მოქალაქის საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დიდი ღონისძიებების გამართვის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომ პირბადე დახურულ შენობებშიც იყოს გამოყენებული. დავუბრუნდეთ პირბადის გამოყენებას იქ, სადაც შესაძლებელია.
რა სანქციაც უნდა დაწესდეს, თუ თავად მოქალაქემ არ მიიღო ამის შესახებ გადაწყვეტილება, ეს სანქციები უბრალოდ ფორმალობაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


