Accentnews.ge
მედია: საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

მედია: საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

03/08/2021 07:23:01 საზოგადოება

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელს ბენიკ აბრამიანს ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დოპინგი დაუდასტურდა. საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მას 3 აკრძალული სტეროიდი: დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოუჩინეს.

„ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა,– იუწყება Popsport.

36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21,11 მეტრია, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს. მას B ჯგუფში, დაახლოებით 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S