თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
03/08/2021 06:49:39 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4827 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1895 პირი გამოჯანმრთელდა, 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, „პისიარ“ ტესტით – 28 674.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,99%, ბოლო 14 დღის – 7,41%, ბოლო შვიდი დღის – 8,08%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა,
- აჭარა - 634,
- იმერეთი - 494,
- ქვემო ქართლი - 253,
- შიდა ქართლი - 262,
- გურია - 100,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224,
- კახეთი - 323,
- მცხეთა-მთიანეთი -156,
- სამცხე-ჯავახეთი - 47,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 233 პირი, აჭარაში - 4 362, იმერეთში - 2 892.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 428 670 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 388 893 პირი გამოჯანმრთელდა, 5910 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 523 466 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 677.


