საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო
03/08/2021 06:37:42 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რკინიგზა საკუთარ თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ეხმარება - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კომპანიამ აცრის მსურველები დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მსურველი საკმაოდ ბევრია და მათი აცრა ეტაპობრივად მოხდება. პირველი დოზით რკინიგზელები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს.


