Accentnews.ge
რამაზ ზოიძე ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში გავიდა

რამაზ ზოიძე ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში გავიდა

03/08/2021 06:14:04 საზოგადოება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ტოკიო-2020-ზე, დილის პროგრამაში ორი შეხვედრა ჩაატარა, ორივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რამაზ ზოიძე ირანელ მუჰამედრეზა გერაეის დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრი ფარვიზ ნასიბოვი და ეგვიპტელი მუჰამედ იბრაჰიმ ელსაიედ ელსაიედი იჭიდავებენ.

დღესვე, ოლიმპიურ ხალიჩაზე ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელიაც (97 კგ) გავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S