
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა
28/07/2019 17:19:50 სხვა, მსოფლიო
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ათენიდან 24 კილომეტრში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
შეგახსენებთ, საბერძნეთში, 19 ივლისს 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი მაშინაც ათენთან ახლოს იყო.