"IRI-ს კვლევა ადასტურებს, რომ "ოცნების" დამარცხება გარდაუვალია"
02/08/2021 18:08:21 პოლიტიკა
"ლელო საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, IRI-ს კვლევა ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხება გარდაუვალია".
"ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც ისედაც ნათელია - ხელისუფლება ვერ მოაგროვებს თვითმმართველობის არჩევნებზე შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-ს და ეს გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების. მოქალაქეთა განწყობები აჩვენებს, რომ ხელისუფლების დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაუვალია, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
იხილეთ ასევე: IRI: „ოცნებას“ 26%–იანი მხარდაჭერა აქვს, ენმ–ს – 14%–იანი, გახარიას პარტიას –9%–იანი


