IRI: „ოცნებას“ 26%–იანი მხარდაჭერა აქვს, ენმ–ს – 14%–იანი, გახარიას პარტიას –9%–იანი
02/08/2021 14:07:29 პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მისი პირველი არჩევანია „ქართული ოცნება“, 4% ამ პარტიას მეორე არჩევანად ასახელებს.
14% ამბობს, რომ მისი პირველი არჩევანია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, 3%-ის თქმით კი, გაერთიანება მისთვის მეორე არჩევანია.
მესამე ადგილს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 9%-ით იკავებს, ეს პარტია მეორე არჩევანია მოსახლეობის 8%-ისთვის.
დანარჩენი პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება:
მათგან, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე ნამდვილად წავა, 28% პირველ არჩევნად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მეორე არჩევნად - 5%.
"ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" ხმას 15% მისცემდა, მეორე არჩევნად გაერთიანებას 3% ირჩევს.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, მას 9%-იანი მხარდაჭერა აქვს, ასევე 9%-ის მეორე არჩევანია ეს პარტია.
დანარჩენი პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება:
კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით.ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.


