IRI – თებერვალთან შედარებით, საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა გაიზარდა
02/08/2021 15:03:53 საზოგადოება
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევის შედეგების თანახმად, თებერვალთან შედარებით, საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა გაიზარდა.
კერძოდ, ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ ვაქცინით არ აიცრება. თებერვალში ჩატარებულ კვლევაში მსგავსი პასუხი რესპონდენტთა 39%–მა დააფიქსირა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


