Accentnews.ge
IRI - ინსტიტუტების რეიტინგში ქართული მედია მეხუთე ადგილს იკავებს

IRI - ინსტიტუტების რეიტინგში ქართული მედია მეხუთე ადგილს იკავებს

02/08/2021 14:54:20 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, ქართული მედიის მუშაობას დადებითად აფასებს 58%, უარყოფითად კი 33%. გამოკითხულთა 5%-მა თავი შეიკავა პასუხისგან ან უპასუხა, რომ არ იცის.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში, პირველ ადგილს ჯარი იკავებს, რომლის საქმიანობასაც დადებითად 85 %აფასებს, უარყოფითად 11%. მეორე ადგილზეა საპატრიარქო, რომლის საქმიანობითაც გამოკითხულთა 80 %–ია კმაყოფილი, ხოლო უკმაყოფილო – 14 %. მას მოსდევს იუსტიციის სახლი, მისი საქმიანობა მისაღებია 76 %–სთვის. ინსტიტუციონალური სამეულის შემდეგ მოდის პოლიცია, რომლის საქმიანობითაც გამოკითხულთა 65%–ია კმაყოფილი.

რაც შეეხება ყველაზე უარყოფითად შეფასებულ ინსტიტუციებს, გამოკითხულთა 65% ეროვნული ბანკის მუშაობას აფასებს უარყოფითად.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S