Accentnews.ge
IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 18% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს

IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 18% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს

02/08/2021 14:28:48 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, 18% ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას დაუყოვნებლივ გაიკეთებს, 19% კი გარკვეული დროის შემდეგ.7% კი ვაქცინას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუ ამას კანონი დაავალდებულებს.

რაც შეეხება მოქალაქეების აზრს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი მთავრობის მუშაობით COVID-19-თან ბრძოლაში, 13% ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია, 47% კი ნაწილობრივ კმაყოფილი.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით.

ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S