ჩეხეთში, მათ შორის, საქართველოდან უკანონო მიგრანტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ
02/08/2021 13:31:31 საზოგადოება
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ქვეყანაში 2021 წლის პირველ ექვს თვეში უკანონო მიგრანტების რიცხვი გაიზარდა, მათ შორის – საქართველოდან.
ამავე წყაროს მიხედვით, ჩეხეთში უკანონოდ მცხოვრებთა შორის მოწინავე ადგილს უკრაინელები იკავებენ, მათ მოსდევდნენ მიგრანტები მოლდოვიდან, ავღანეთიდან, ვიეტნამიდან და საქართველოდან.
მიგრანტთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად პოლიცია ასახელებს იმ გარემოებას, რომ გერმანიასთან და ავსტრიასთან საზღვრები წელს აღარ იყო სრულად დახურული. ამასთან, ირღვეოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19-ის პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებული წესები.
უკანონო მიგრანტთა ყველაზე დიდი წილი პრაღაზე მოდის. უმრავლეს შემთხვევაში ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში შემოდიოდნენ სლოვაკეთთან საზღვრიდან ან შენგენის ზონის შიდა ფრენებით და ჩეხეთიდან გერმანიაში გეგმავდნენ ჩასვლას.


