„პირბადეების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად ჩვენ უკვე ვიმყოფებით, იქნება უფრო ხანმოკლე"
02/08/2021 10:27:36 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მოქალაქეებს პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად ჩვენ უკვე ვიმყოფებით იქნება უფრო ხანმოკლე და ეს მოგვცემს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და დავუბრუნდეთ ნორმალიზაციას მოკლე ხანში. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს, აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს“, – განაცხადა გაბუნიამ.


