Accentnews.ge
"აქტიური შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას"

"აქტიური შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას"

02/08/2021 10:20:18 საზოგადოება

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, აქტიური შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას", –ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა იყო თითქმის სტაბილურად 3000-მდე, რაც ბუნებრივია ქმნის სერიოზულ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.

"ყოველდღიურად ერთვება დამატებითი საწოლფონდი, 6 800-მდეა უკვე მობილიზებული საწოლების რაოდენობა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ დამატებითი საწოლების მობილიზებაზე. 32 ათას გადააჭარბა აქტიური შემთხვევების რიცხვმა, მათი დაახლოებით 25% სხვადასხვა რეგიონში რჩება ჰოსპიტალში, ასევე ბინაზე მკურნალობს პაციენტების უდიდესი ნაწილი, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი საბედნიეროდ იძლევა ამის საშუალებას და ნაწილი არის კოვიდსასტუმროებში და მათი მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურად“, – განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S