თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
02/08/2021 06:51:00 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1655 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2 286 პირი გამოჯანმრთელდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 041, „პისიარ“ ტესტით – 10 620.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,68%, ბოლო შვიდი დღის – 7,68%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა,
- აჭარა - 392,
- იმერეთი - 130,
- ქვემო ქართლი - 85,
- შიდა ქართლი - 50,
- გურია - 31,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101,
- კახეთი - 87,
- მცხეთა-მთიანეთი -29,
- სამცხე-ჯავახეთი - 43,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 060, აჭარაში - 715, იმერეთში - 824. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 7, იმერეთში - 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 315, იმერეთში - 2 602.


