საქართველოში მიწისძვრა მოხდა
01/08/2021 17:24:40 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24 კილომეტრში, სოფელი სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.


