Accentnews.ge
Moderna-ს და Pfizer–ის ვაქცინები გაძვირდა

Moderna-ს და Pfizer–ის ვაქცინები გაძვირდა

01/08/2021 17:26:31 საზოგადოება

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Moderna-მ და Pfizer-მა კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ შექმნილი ვაქცინების გაძვირების შესახებ განაცხადეს,– იუწყება Financial Times ვაქცინების მიწოდების შესახებ კონტრაქტებზე დაყრდნობით.

Pfizer-ი 25%-ით გაძვირდა. ახლა ევროპულ ბაზარზე მისი ერთი დოზა 19,50 ევრო ღირს (ძველი ფასი 15,5 ევრო იყო).

Moderna-მ დაახლოებით 10%-ით გააძვირა თავისი ვაქცინა. ევროკავშირისთვის მიწოდების თაობაზე უკანასკნელ კონტრაქტებში მითითებულია, რომ ვაქცინის ფასი 25,50 დოლარია. პირველი შესყიდვის თაობაზე გარიგებისას მისი ფასი 22,60 დოლარი იყო, იუწყება Financial Times.

Pfizer-ისა და Moderna-ს გამოცდის პირველმა ფაზამ აჩვენა, რომ ამ პრეპარატებს უფრო მაღალი ეფექტიანობა ახასიათებს, ვიდრე AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ს.

Moderna-მ დაადასტურა, რომ თავდაპირველად შეთანხმებულზე უფრო მცირე მოცულობის შეკვეთები უფრო მაღალ ფასებში შესრულდება. Pfizer-მა კი უარი თქვა ევროკავშირისთვის განკუთვნილი ვაქცინების ფასების კომენტირებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S