Accentnews.ge
იაკობ ქაჯაიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

იაკობ ქაჯაიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

01/08/2021 07:14:39 საზოგადოება

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. მან მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ მოჭიდავეს შეხვდება.

ქაჯაია პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით ორ წუთში დაამარცხა.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S