Accentnews.ge
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

01/08/2021 07:00:51 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 654 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 319 პირი გამოჯანმრთელდა, 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 31 806 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 708, „პისიარ“ ტესტით – 14 098.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო შვიდი დღის – 7,57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა,
  • აჭარა - 443,
  • იმერეთი - 322,
  • ქვემო ქართლი - 111,
  • შიდა ქართლი - 95,
  • გურია - 70,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163,
  • კახეთი - 157,
  • მცხეთა-მთიანეთი -51,
  • სამცხე-ჯავახეთი - 34,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც: 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 024, აჭარაში - 661, იმერეთში - 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში - 514, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 986 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 138, იმერეთში - 2 375.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 422 188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 384 712 პირი გამოჯანმრთელდა, 5 853 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S