თურქეთის პოპულარულ კურორტ ბოდრუმიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო (ვიდეო)
01/08/2021 06:32:00 მსოფლიო
თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მიზეზი ხანძარია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.
სამხრეთ თურქეთში - მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების ტერიტორიაზე, ჯამში, 100-მდე ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაღუპულია 6 ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩართულია თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები.
თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა და დიდ ფართობზე გავრცელდა.
📹| #Turkey evacuates hotels in Bodrum▪️An evacuation order was issued as the wildfires neared hotels area.▪️Police evacuated three hotels in İçmeler town of Bodrum, #Muğla. pic.twitter.com/Idz9vbUijk
— EHA News (@eha_news) July 31, 2021


