Accentnews.ge
თურქეთში მასშტაბური ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთში მასშტაბური ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

31/07/2021 19:34:25 მსოფლიო

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ თურქული Anadolu წერს.

მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

სამხრეთ თურქეთში - მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების ტერიტორიაზე, ჯამში, 40-ზე მეტი ტყის ხანძარია. ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩართულია თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები.

თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა და დიდ ფართობზე გავრცელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S