Amazon 746 მილიონი ევროთი დაჯარიმდა
31/07/2021 08:52:17 მსოფლიო
ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანიამ Amazon 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
Reuters-ის ცნობით, ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს საჯარიმო სანქცია 16 ივლისს დააკისრა.
კომპანია კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია მოითხოვს, რომ კომპანიებმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე მათგან ნებართვა უნდა მიიღონ.


