Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

31/07/2021 06:51:24 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 196 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1147 პირი გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 41 965 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 659 , „პისიარ“ ტესტით – 17 306.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,62 %, ბოლო 14 დღის – 6,78 %, ბოლო შვიდი დღის – 7,35 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა,
  • აჭარა - 517,
  • იმერეთი - 315,
  • ქვემო ქართლი - 153,
  • შიდა ქართლი - 148,
  • გურია - 78,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157,
  • კახეთი - 202,
  • მცხეთა-მთიანეთი -58,
  • სამცხე-ჯავახეთი - 62,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 905, აჭარაში - 620, იმერეთში - 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 105, იმერეთში -255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 6, იმერეთში - 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 - თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 021, იმერეთში - 2 325.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 419 534 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 382 393 პირი გამოჯანმრთელდა, 5 820 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 481 591 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 618.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S