Accentnews.ge
ჭყონია: „მსხვილმა მოდის სახლმა საქართველოში გადაღება ჰომოფობიის გამო გააუქმა“

ჭყონია: „მსხვილმა მოდის სახლმა საქართველოში გადაღება ჰომოფობიის გამო გააუქმა“

30/07/2021 16:42:59 ეკონომიკა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებლის სოფო ჭყონიას ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო, მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა მოდის სახლმა საქართველოში სარეკლამო კამპანიის გადაღება გააუქმა.

"მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!" - წერს ჭყონია სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: ბერლინელი მუსიკოსი აცხადებს, რომ ბათუმში თავს ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S