31 ივლისს საქართველოში "ფაიზერის" 168 000 დოზა ვაქცინა შემოვა
30/07/2021 10:48:53 საზოგადოება
ხვალ, 31 ივლისს საქართველოში "ფაიზერის" 168 000 დოზა ვაქცინა შემოვა,– იუწყება NCDC-ს ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას აქვს ვაქცინების "სერიოზული მარაგი"
„ხვალ ფაიზერის სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. არის საშუალება ვაქცინაციის. დღეს ქვეყანაში დევს 2 მილიონამდე დოზა ოთხი ვაქცინის. ესენია: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას და მასობრივ აცრაზე გადის დღეს ეპიდემიის დაძლევა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაიზერით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც შესაძლებელი იქნება.
"ფაიზერით ვაქციანცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებში. თბილისში არის რამდენიმე ძალიან დიდი გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს. ექსპერტების ჯგუფმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაიზერით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ გამოთქვა მზაობა ფაიზერის ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით", - თქვა გაბუნიამ.


