Accentnews.ge
უჰანის შემდეგ პირველად, ჩინეთში ყველაზე რთულ ეპიდაფეთქებას ებრძვიან

უჰანის შემდეგ პირველად, ჩინეთში ყველაზე რთულ ეპიდაფეთქებას ებრძვიან

30/07/2021 10:41:15 მსოფლიო

უჰანის შემდეგ პირველად, ჩინეთში ყველაზე რთულ ეპიდაფეთქებას ებრძვიან.

კერძოდ, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეპიდვითარება სწრაფად გაუარესდა ქალაქ ნანკინში, საიდანაც Covid-19 უკვე 5 პროვინციასა და პეკინშიც გავრცელდა.

ხელისუფლება ეპიდაფეთქებას Covid-19–ის ე.წ. ინდურ შტამს ("დელტა") უკავშირებს. ოფიციალური ინფორმაციით, 20 ივლისს სწორედ ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქში მდებარე ყველაზე ხალხმრავალ აეროპორტში.

როგორც ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დინგ ჯიმ განაცხადა, ინფიცირების წყარო დამლაგებლები არიან, რომლებიც რუსეთიდან ნანკინში ჩაფრენილ თვითმფრინავს ემსახურებოდნენ.

ეპიდვითარების გამო, ნანკინის აეროპორტიდან ფრენები 11 აგვისტომდე შეჩერებულია.

მედიის ცნობით, ქალაქში 9.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანის ტესტირება იგეგმება. ამასთან, კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებენ ქალაქში სტუმრად მყოფ პირებსაც.

ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ახალ ზრდას ჩინეთის სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე ხშირას ისმის კითხვა, მუშაობენ თუ არა ჩინური ვაქცინები "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ.

არიან თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილები "დელტა" შტამით ინფიცირებულთა შორის ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის: დღემდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაავადების გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერ–ჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. სადღეისოდ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში Covid-19–ის სხვადასხვა შტამები, მათ შორის "დელტა" ცირკულირებს.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 4 217 762 ადამიანი იმსხვერპლა. 178 000 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S