ეპიდაფეთქების ზღვარზე – რეგულაციებს პასუხისმგებლობით არც მმართველი გუნდის წევრები ეკიდებიან (ფოტო–ვიდეო)
30/07/2021 10:06:55 საზოგადოება
ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, თუმცა იგეგმება არსებული რეგულაციების არსრულება,– ამის შესახებ NCDC–ს ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა.
„ერთი გამოსავალი არის მკაცრი კონტროლი იმათ მიერ, ვისაც ევალება, და მეორე - ჩვენი თვითშეგნება. ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა. არ იგეგმება არავითარი რეგულაციის გამკაცრება. იგეგმება ის, რომ აღსრულდეს, რაც არის", - თქვა ამირან გამყრელიძემ, თუმცა როგორც ირკვევა, რეგულაციებს პასუხისმგებლობით თავად მთავრობის წევრებიც არ ეკიდებიან. კერძოდ, 29 ივლისს ბათუმის დინამოს სტადიონთან პირბადეების და სოციალური დისტანციის გარეშე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, სადაც „დინამოს“ გამარჯვება იზეიმეს. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ქალაქის მერთან ერთად.



შეგახსენებ, რომ ქვეყანაში ბოლო კვირაა ყოველდღიურად 2000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა დასტურდება. ხელისუფლება, დააადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს არსებული რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ეპიდვითარება უარესდება დედაქალაქსა და საქართველოს საკურორტო ზონებში, მათ შორის, აჭარის რეგიონში: ბოლო დღე–ღამეში აჭარაში კოვიდ–ინფიცირების 419 შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაშ ეპიდვითარების გაუარესება "უპასუხისმგებლო აქციებს" დაუკავშირა.


