Accentnews.ge
ბრაზილიის 40–მდე ქალაქში თოვლი და ყინვაა (ვიდეო)

ბრაზილიის 40–მდე ქალაქში თოვლი და ყინვაა (ვიდეო)

30/07/2021 09:12:28 მსოფლიო

ბრაზიალიაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის 40–მდე ქალაქში ყინვაა, მათგან 33 ქალაქში თოვლიც მოვიდა.

„მე 62 წლის ვარ და არასდროს მინახავს თოვლი. ბუნების სილამაზის ნახვა ენით აღუწერელია“,– აცხადებს ერ–ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია „გლობსთან“ ინტერვიუში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება მოსალოდნელია ასევე გოიასის და მატუ გროსის შტატებშიც.

უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ ყავის, შაქრის ლერწმისა და ფორთოხლის მოსავალს საფრთხე შეუქმნა. ბრაზილიაში ყავისა და შაქრის საერთაშორისო ფასი უკვე გაიზარდა.

ამინდის რადიკალურ ცვლილებებს სპეციალისტები კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S