Accentnews.ge
ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის, ხოლო ფედერალური მუშაკებისთვის ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდის

ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის, ხოლო ფედერალური მუშაკებისთვის ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდის

30/07/2021 06:12:57 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს კორონავირუსის ვაქცინით ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდისკენ მოუწოდა.

"ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, პრეზიდენტმა წარადგინა ახალი წესები ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის. კერძოდ, ისინი, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ვალდებულები იქნებიან, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ, პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

ცნობისათვის: აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 330 მილიონს შეადგენს, დაახლოებით 163.8 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური მთავრობა არის უმსხვილესი დამსაქმებელი შეერთებულ შტატებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S