გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია (ვიდეო)
30/07/2021 05:40:50 საზოგადოება
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს. მეოთხედფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.
შეგახსენებთ,რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან იჭიდავებს.


