Accentnews.ge
ევროპარლამენტარები: "ოცნების" გუშნიდელი ნაბიჯი მორიგი იმედგაცრუება იყო, მოვუწოდებთ მას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება"

ევროპარლამენტარები: "ოცნების" გუშნიდელი ნაბიჯი მორიგი იმედგაცრუება იყო, მოვუწოდებთ მას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება"

29/07/2021 15:42:58 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი და ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების ფაქტს "მორიგ იმედგაცრუებას" უწოდებენ და მმართველ პარტიას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

”ჩვენ გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტია ”ქართული ოცნების" მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად დაეტოვებინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება. 19 აპრილის შეთანხმება ხსნის გზას პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ, რადგან ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება ან პარლამენტში ძალაუფლების განაწილება. „ქართული ოცნების“ განცხადების საპირისპიროდ, რომლის თანახმად, "19 აპრილის შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა", მივიჩნევთ, რომ დოკუმნტში ხაზგასმულია რეფორმები, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს წლების განმავლობაში. არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე, ხოლო ჩვენ ვაფასებთ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს და განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია "თბილისი პრაიდის" გაუქმება, მმართველი პარტიის გუშინდელი განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის. გარდა ამისა, ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგის წარმართვით, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის შეჩერება სარგებელს მოუტანს მხოლოდ მათ, ვინც ეწინააღმდეგება მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციულ გზას", – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S