ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა
29/07/2021 14:53:24 საზოგადოება
ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მადლობა ღმერთს, იმისთვის, რაც მომცა. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულისტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს!ვამაყობ თქვენით.
მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი ამაგს, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება.
მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და, ალბათ, დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ. იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება.
ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველას ყველაფერი გითხრათ", – წერს ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, რომ მან ტოკიო 2020-ზე ნახევარფინალში იჭიდავა, თუმცა მედლის მოგება ვერ შეძლო.
ვარლამ ლიპარტელიანი არის 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი.


