Accentnews.ge
პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ ეკა ქევანიშვილი, ჯაბა ზარქუა, დავით ქაშიაშვილი და რატი მუჯირიც გამოეთიშნენ

პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ ეკა ქევანიშვილი, ჯაბა ზარქუა, დავით ქაშიაშვილი და რატი მუჯირიც გამოეთიშნენ

29/07/2021 10:56:53 საზოგადოება

პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ ეკა ქევანიშვილი, ჯაბა ზარქუა, დავით ქაშიაშვილი და რატი მუჯირიც გამოეთიშნენ.

„ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მაგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს", – წერს პოეტი ეკა ქევანიშვილი სოციალურ ქსელში.

ლიტერატურულ კონკურსს მწერალი ჯაბა ზარქუაც ტოვებს:

"თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ! პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს”.

წიგნის “მეილები ავღანეთზე” ავტორი რატი მუჯირი აცხადებს, რომ “ზემოდან” დანიშულ ჟიურის არ აიტანს, კულტურის მინისტრს კი “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის დაბრუნებისკენ მოუწოდებს:

“თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს. თეა, მიკროფორნი დააბრუნე”.

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც “ლიტერას” გრძელ სიაში ნაწარმოებით “მორნიბიე კაჰ” იყო წარდგენილი, ლიტერატურულ კონკურსს პროტესტის ნიშნად ტოვებს:

“4 შერჩეული, ერთიც “თეას” დანიშნული ჟიური! – მიზეზი, რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს “ლიტერადან”. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია”.

საქმე ეხება ჟიურის მეხუთე წევრს, იოსებ ჭუმბურიძეს, რომელიც კულტურის სამინისტრომ თავად დანიშნა. კონკურსის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა.

მანამდე, "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პროტესტი გამოუცხადა კონკურსისი ოთხმა მონაწილემ. ესენი არიან: პოეტი ირაკლი კაკაბაძე, მწერალი ტორესა მოსი, მწერალი მათე სარალიშვილი და მწერალი ნატალია ავალიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S