Accentnews.ge
"ლიტერას" პროტესტს კაკაბაძეც უცხადებს

"ლიტერას" პროტესტს კაკაბაძეც უცხადებს

29/07/2021 10:47:02 საზოგადოება

ლიტერატურულ კონკურს "ლიტერას" კიდევ ერთი კონკურსანტი უცხადებს პროტესტს. ამჯერად კონკურსს პოეტი ირაკლი კაკაბაძე ტოვებს.

მისი განცხადებით, პროტესტი უნდა გამოხატოს ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ "აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში" და ვისთვისაც ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია.

„რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ", - წერს პოეტი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კულტურის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი "ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელია":

„თანამედროვე ლიტერატურაცა და ლიტერატურული პროცესიც ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა. სოლიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა...“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის".

ირაკლი კაკაბაძე მეოთხე კონკურსანტია, ვინც "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თეა წულუკიანს პროტესტი გამოუცხადა. პირველმა პროტესტი კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმით მწერალმა ტორესა მოსიმ გამოთქვა, შემდეგ კი წიგნი "მივიწყებულნი" მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა. კონკურსს პროტესტი გამოუცხადა მწერალმა ნატალია ავალიანმაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S