Accentnews.ge
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

29/07/2021 10:25:22 საზოგადოება

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

ხვალ, 30 ივლისს ძიუდოს ტატამზე აბსოლუტურში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი გამოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S